TheMusic.ge ქმნის საზოგადოების დადებით განწყობას. დღის სხვადასხვა დროს შესაბამისი ინფორმაციისა და მელოდიის მიწოდება არის გარანტი პოზიტიური განწყობისა.
ადამიანი იღვიძებს, რთავს რადიოს და რასაც ისმენს მას ანიჭებს სიხარულს, სიძლიერეს, სიცოცხლისუნარიანობას და დადებით დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, ივარჯიშა მიიგო შხაპი და მიირთვა საუზმე (ამ ყველაპერს ადამიანი აკეთებს ხალისით), ამ ყველაპრის შემდგომ მან კი არ დაკარგა ძალა არამედ გრძნობს თავს მხნედ, გრძნობს ენერგიის მოზღვავებასა და სიმსუბუქეს, რის შემდგომ ის არის დადებით განწყობაზე და დამუხტულია დადებითი ენერგიით, თავს გრძნობს ახალგაზრდულად და იმყოფება პოზიტიურ განწყობაზე, ის ხედავს დაწყებული დღის პერსპექტივას და ამისგანაც გრძნობს თავს ბედნიერად.
იგი ცხოვრობს მომენტით(იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ მომენტში და ამ მომენტში ადამიანები თავს უნდა გრძნობდნენ ბედნიერად და მხოლოდ მაშინ ვართ ჩვენ ბედნიერები). რადიოდან მიღებული ინფორმაცია და ბგერები ქმნის ცხოვრების მიმართ პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობას, რის შედეგადაც მსმენელი ხდება ენერგიული, კეთილგანწყობილი გარემოს მიმართ და ასევე შექმნის დადებით განწყობას ხალხში და საზოგადოებაში ვისთანაც უწევს ურთიერთობა.
რადიო ქმნის მსმენელის კარგ და პოზიტიურ განწყობას ყველაფრის მიმართ და იმ რეალობის მიმართაც სადაც ის იმყოფება და ცხოვრობს, მაშინაც კი როდესაც ის არ არის კმაყოფილი იმ რეალობით რომელშიც იმყოფება, თავს გრძნობს რწმენით და იმედით, რომ ის მიაღწევს თავის ამოცანებს(ისწავლოს, გააკეთოს კარიერა, იპოვოს თავი ახალ საქმეში ან უბრალოდ დაუთმოს დრო თავის საყვარელ საქმიანობას).